04 მაისი 2024,   19:10
ვრცლად
"მხიარული სასაფლაო" და პაემნები მიცვალებულთა შორის - როგორ გამოიყურება ევროპის ტოპ-10 ყველაზე შთამბეჭდავი სასაფლაო

სასაფლაოები, ჩვეულებისამებრ, არ შედის იმ სიაში, რის დათვალიერებასაც უცხო ქალაქში მოხვედრისთანავე ვცდილობთ. ამის მიუხედავად, ხშირად აღნიშნული ადგილები მხატვრულად ორგანიზებულ პარკებს ჰგავს. ადგილზე შესაძლებელია სიმშვიდით დატკბე, დაისვენო და ასევე, ბევრი რამ გაიგო ქალაქის ისტორიასა და მის ბინადრებზე.

იხილეთ 10 ყველაზე საინტერესო სასაფლაო ევროპაში.

1. საფრანგეთი, პარიზი, პერ-ლაშეზი

Нет описания.

ეს არის ულამაზესი ადგილი მსოფლიოში. მას ყოველწლიურად 2 მილიონამდე ადამიანი სტუმრობს. მიუხედავად მრავალი დამთვალიერებლისა, პერ-ლაშეზის ნახვა ნამდვილად ღირს და არა მხოლოდ იმიტომ, რომ აქ ბევრი ცნობილი ადამიანია დაკრძალული.

თუმცა, მწერალ ოსკარ უაილდის, როკ-მუსიკოს ჯიმ მორისონის და კომპოზიტორ ფრედერიკ შოპენის მოყვარულები მთელი მსოფლიოდან მათი საფლავების მოსანახულებლად მაინც ჩამოდიან.

2. იტალია, ნეაპოლი, ფონტანელლე

Нет описания.

ფონტანელლე - იტალიაში არსებულ სასაფლაოებს შორის ყველაზე საშიში და არასტანდარტულია. საუბარია არა საფლავებზე, არამედ გამოქვაბულებზე, რომლებიც კატაკომბებს გაგახსენებთ. აქ განისვენებენ ნეაპოლში შუა საუკუნეების დროს მცხოვრები ადამიანები, რომლებსაც ნამდვილი დასაფლავების საშუალება არ ჰქონდათ.

3. რუმინეთი, სეპინცა, "მხიარული სასაფლაო"

Нет описания.

"მხიარული სასაფლაო" თავის სახელწოდებას ამართლებს. რუმინეთის ერთ-ერთ სოფელში, სეპინცაში, შეგიძლიათ  ხის 600-მდე ულამაზესი საფლავის ქვა ნახოთ იუმორისტული წარწერებითა და ნახატებით.

4. გერმანია, ჰამბურგი, ოლსდორფის სასაფლაო

Нет описания.

აღნიშნული ნეკროპოლი, რომელიც 391 ჰექტარ ტერიტორიაზე მდებარეობს, ერთ-ერთი დიდი ადგილია, რომელსაც თან დასასვენებელი პარკიც ერთვის. მისი ბინადრები მშვენიერ ადგილას განისვენებენ: ოლსდორფი თავისი ბილიკებით, მორთული ღობითა და რომანტიკული ტბორებით არა სამგლოვიარო ადგილს, არამედ უზარმაზარ გამწვანებულ პარკს ჰგავს.

5. ინგლისი, ლონდონი, ჰაიგეიტის სასაფლაო

Нет описания.

ადგილმა, საუკუნეების მიუხედავად, საკუთარი მშვენიერება შეინარჩუნა. ის მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაარსდა, როდესაც ლონდონი ევროპის უდიდეს მეგაპოლისად ყალიბდებოდა და ეკლესიის არცთუ ისე დიდ ეზოებში ადგილების უკმარისობა იყო.

6. შოტლანდია, გლაზგო, ნეკროპოლი

Нет описания.

მკვდრების შოტლანდიური ქალაქი - ასე უწოდებენ ადგილს, რომელიც ქალაქის აღმოსავლეთით მდებარე ბორცვზე როგორც ტახტზე, ისე მოკალათდა. თავდაპირველად ნეკროპოლი პარიზში მდებარე პერ-ლაშეზის მსგავსად იყო ჩაფიქრებული, თუმცა, საბოლოოდ, ბრიტანულ-ვიქტორიანულმა სტილმა გადააჭარბა.

7. ჩეხეთი, პრაღა, ძველი ებრაული სასაფლაო

Нет описания.

გავრცელებული ინფორმაციით, პრაღის ძველი ქალაქის ებრაულ სასაფლაოზე 1 ჰექტარი ფართობის მიწაზე 100 000 ადამიანია დამარხული. საფლავის ბევრი ქვა მე-16 საუკუნით თარიღდება.

8. ხორვატია, ზაგრები, მიროგოის სასაფლაო

Нет описания.

თაღების კილომეტრიანი რიგების, ბრწყინვალე სამლოცველოებისა და მრავალი ძეგლის გარდა  მიროგოის სასაფლაოს კიდევ ერთი განსაკუთრებულობა გამოარჩევს - 72 ჰექტრის ტერიტორიაზე დედაქალაქ ზაგრებში ყველა რელიგიისა და სარწმუნოების სიმბოლოა შეგროვებული. ებრაელები  მართლმადიდებელ ქრისტიანებთან, კათოლიკეებთან და მუსლიმებთან გვერდიგვერდ განისვენებენ.

9. იტალია, ვენეცია, სან-კრისტოფორო დელა პაჩე და სან-მიკელეს სასაფლაო კუნძულები

Нет описания.

მე-17 საუკუნეში ფრანგმა იმპერატორმა ნაპოლეონ ბონაპარტმა ბრძანა, ყველა გარდაცვლილი სან-კრისტოფორო დელა პაჩეს კუნძულზე დაეკრძალათ, თუმცა ვენეციელები ადგილის უკმარისობის გამო კვლავ უკმაყოფილებას გამოხატავდნენ. ამის შემდეგ, სასაფლაოს ადგილს მეზობელი კუნძული სან-მიკელეც შეუერთდა. 

10. ავსტრია, ვენა, ცენტრალური სასაფლაო

Центральное кладбище, Вена

ვენის ცენტრალურ სასაფლაოზე სიმშვიდე და მელანქოლიური სილამაზე სუფევს. აღნიშნული სასაფლაო ავსტრიული დედაქალაქის ერთ-ერთ პოპულარულ ღირსშესანიშნავ ადგილად ითვლება. ის 2.5 კვადრატული კილომეტრის ტერიტორიაზე მდებარეობს და ევროპის უდიდეს სასაფლაოდ ითვლება.

დღის ამბები