17 ნოემბერი 2024,   00:33
ვრცლად
ყველა უწყებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და მთავარია, რომ ეს ყველა უწყებამ სათანადოდ გააცნობიეროს - ირაკლი კობახიძე ნინოწმინდის პანსიონზე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი და "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე "ღამის კურიერის" ეთერში ნინოწმინდის პანსიონთან დაკავშირებულ გახმაურებულ საკითხს ეხმაურება.

მისი განცხადებით, ყველა უწყებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და თუ ბავშვთა უფლებების დარღვევის ბრალდებას ნამდვილად აქვს ადგილი, ეს უნდა იყოს გამჭვირვალედ შესწავლილი.

"ყველა უწყებას აქვს თავისი პასუხისმგებლობა და რა თქმა უნდა, მთავარია, რომ ეს პასუხისმგებლობა ყველა უწყებამ სათანადოდ გააცნობიეროს, ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი სახელმწიფოებრივი ფუნქციების შესრულების საშუალება. აქ არის, რა თქმა უნდა, ეკლესიასთან თანამშრომლობა ძალიან მნიშვნელოვანი და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თუ არის ბრალდება, ბრალდება უნდა იყოს შესწავლილი და ამის შემდეგ შეიძლება ვიღაცას დავაბრალოთ რაღაცა, ვიღაცას არ დავაბრალოთ რაღაცა. მთავარია, რომ ყველაფერი გამჭვირვალედ იყოს შესწავლილი," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დღის ამბები