17 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
"მათ სურთ სხვის ბუდეში კვერცხის დადება, რაც არ არის ღირსეული საქციელი" - ირაკლი კობახიძე გიორგი გახარიას პარტიის შესახებ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ გიორგი გახარიას და მისი პარტიის ამოცანა "ქართული ოცნებისთვის“ მიუღებელია. როგორც კობახიძე განმარტავს, ერთადერთი ამოცანა, რაც შეიძლება ყოფილი პრემიერის პარტიას ჰქონდეს, ეს არის, თუნდაც მინიმალური რაოდენობით მაინც დააკარგვინოს ხმები ქართულ ოცნებას." 

"მე შემიძლია გითხრათ, რომ ნებისმიერი ერთი პროცენტიც, რომელიც შეიძლება დაკარგოს ქართულმა ოცნებამ, არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი. და როდესაც გამოდის კონკრეტული პარტია და კონკრეტული პირი და თავის თავს აცხადებს "ოცნება 2-ად", ბუნებრივია, აქ გვჭირდება რეაგირება ამ ყველაფერთან დაკავშირებით. ძალიან მარტივად არის ეს ყველაფერი, ნებისმიერ ერთი ხმა არის მნიშვნელოვანი ჩვენთვის და არავის არ მივცემთ იმის საშუალებას, რომ თავი ყალბი ინფორმაციით გამოაცხადოს ფსევდო პარტიად და "ოცნება 2-ად".

ეს არის რიტორიკა, მთელი რიტორიკა იკითხება ზუსტად ასე, ნაციონალური მოძრაობის და სხვა ოპოზიციური პარტიების რიტორიკა, ეს ტერმინიც აქტიურად გამოიყენება და, თუ დააკვირდებით, თვითონ გახარიას და მისი პარტიის რიტორიკას, მათ შორის იმას, რომ ისინი ნაკლებად კრიტიკული განცხადებებით გამოირჩევიან და ა.შ. ეს ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ მათ სურთ სხვის ბუდეში და ეს არის ქართული ოცნების ბუდე, კვერცხის  დადება, რაც არ არის ღირსეული საქციელი,“ - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები