17 ნოემბერი 2024,   00:40
ვრცლად
ვინ აფინანსებს გიორგი გახარიას პარტიას - ირაკლი კობახიძის თქმით, მათ რეალური დაფინანსების წყაროზე ინფორმაცია აქვთ და მოგვიანებით გაასაჯაროებენ

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, ”ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ აქვს ინფორმაცია, თუ ვინ აფინანსებს ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტიას, თუმცა ამბობს, რომ გახარიას გუნდის წევრები" ბედნიერი არ იქნებიან სამომავლოდ", თუ ეს ინფორმაცია გასაჯაროვდება.

"საუბარი მაქვს რეალური დაფინანსების წყაროზე და სწორედ იმიტომ არ საუბრობენ ისინი რეალური დაფინანსების წყაროზე, რომ მომგებიანი მათთვის არ იქნება ამისი გასაჯაროება.

ამისი გასაჯაროება მოგვიანებით აჯობებს და მოგვიანებით გაიგებს საზოგადოება," - ამბობს ირაკლი კობახიძე. 

დღის ამბები