აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოვალეობის შემსრულებელი, ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ფილიპ რიკერი, 6-13 ივნისს საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს ეწვევა. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს.
"სახლემწიფო მდივნის მოადგილე რომ ჩამოვა, მას საუბარი ექნება უსაფრთხოების საკითხებზე და რეგიონში არსეულ გამოწვევებზე. შარლ მიშელის დოკუმენტი კი, ერთ-ერთი კომპონენტი იმისათვის, რომ ჩვენ პარტნიორეთან შეჯერებული პოზიცია გვქონდეს,"- აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიოორგი ვოლსკი.
სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ვიზიტის მიზანი ორმხრივი და რეგიონული პრიორიტეტების პროგრესი და რეგიონის დემოკრატიული და ეკონომიკური განვითარებისთვის აშშ-ის მხარდაჭერის გამოხატვაა.
"სახელმწიფო მდივნის მოქმედი თანაშემწე რიკერი საქართველოში მთავრობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან გამართავს შეხვედრებს, რათა საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს შორის დადებული 19 აპრილის შეთანხმების შესრულების, ასევე რუსეთის მხრიდან მომდინარე აგრესიისა და საქართველოს ოკუპაციის საკითხები განიხილონ,"- აღნიშნულია ინფორმაციაში.
"ევროპელი და ამერიკელი დიპლომატები, ყველა მოლაპარაკებაზე იმაზე აკეთებდნენ აქცენტს, რომ დაპირისპირება უნდა დასრულდეს. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, ეს მაინც არ მოხდა. ისეთი მაღალი რანგის დილომატს, როგორის ფილიპ რიკერია, უფრო მეტი ბერკეტი აქვს, რომ მმართველი გუნდი და ოპოზიციის წარმომადგენლები დაარწმუნოს, რომ დაპირიება აუცილებად უნდა დასრულდეს,"- აღნიშნავს პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” მმართველი საბჭოს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.