17 ნოემბერი 2024,   00:26
ვრცლად
ამნისტიის აქტის სახელისუფლებო ვარიანტის განხილვამ ხმაურის ფონზე ჩაიარა

პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომა, სადაც ამნისტიის აქტის სახელისუფლებო კანონპროექტი მეორე მოსმენით განიხილეს ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა.

მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ამნისტიის კანონპროექტი სრულად შეესაბამება შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს და ის უნდა შეეხოს ყველა პირს.

სხდომაზე მყოფი ოპოზიცია აპროტესტებდა, რომ სამართალდამცველთა ამნისტირებისთვის დაზარალებულ აქტივისტთა თანხმობა პროექტში გათვალისწინებული არ არის. ეს არის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი ოპოზიციის და მმართველი გუნდის კანონპროექტებს შორის.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ განმარტა მიუხედავად იმისა, რომ "ქართული ოცნების" ინტერესში არ ყოფილა ამნისტიის მიღება, დაზუსტდა, რომ ამნისტია მოიცავს 19-20-21 ივნისს.

დღის ამბები