17 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
აუდიტის სამსახური თბილისის მერიის მუნიციპალიტეტებში დარღვევების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს

აუდიტის სამსახური თბილისის მერიის მუნიციპალიტეტებში დარღვევების შესახებ ანგარიშს აქვეყნებს. საუბარია 2017-18 წლებზე.

ანგარიშის მიხედვით, კითხვის ნიშნები ჩნდება სახელფასო დანამატებსა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაზე. ასევე საწვავთან და ავტომობილების შეძენასთან დაკავშირებით. მუნიციპალიტეტებმა იმავე წლებში მიზნობრიობა ვერ დაასაბუთეს.

"კურიერი" თბილისის მერიას დაუკავშირდა, თუმცა დედაქალაქის მთავრობაში აუდიტის  დასკვნასთან დაკავშირებით ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

დღის ამბები