ირაკლი ღარიბაშვილი, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელს საქართველოში ვიდეოკონფერენციის ფორმატში შეხვდა.
ჯეიმს ჯონსთან საუბრის დროს ყურადღება გამახვილდა პანდემიის პერიოდში არსებულ ვითარებაზე. მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე, შეზღუდვების შემსუბუქებაზე, ეკონომიკის გაჯანსაღებისთვის გადადგმულ ნაბიჯებზე და ვაქცინაციის პროცესზე. მხარეებმა ისაუბრეს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან წარმატებით დასრულებულ პროგრამაზე და ქვეყნის განვითარების ათწლიანი გეგმის ძირითადი მიმართულებებზე.