17 ნოემბერი 2024,   00:48
ვრცლად
ყველა ბავშვს აქვს უფლება არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი, მთავრობის როლი კი, ამ გარანტიების შექმნაა - კარლ ჰარცელი

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას, საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა განაცხადა, რომ ყველა ბავშვს აქვს უფლება არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი და მისივე თქმით, მთავრობის როლიც სწორედ ამ გარანტიის შექმნაა მათთვის. 

"ეს სამწუხარო ამბავია, რასაც უნდა დავაკვირდეთ, ყველა ბავშვს აქვს უფლება არ გახდეს ძალადობის მსხვერპლი. მთავრობის როლი კი, ამ გარანტიების შექმნაა. სწორედ ამას მოელის საზოგადოება. მნიშვნელოვანია, ბავშვების კეთილდღეობაზე ფოკუსირება. ევროკავშირი 2005 წლიდან დეინსტიტუციონალიზაციას უჭერდა მხარს. პანსიონში მომხდარი სიტუაცია გვაფიქრებინებს, რომ საჭიროა შემდგომი ნაბიჯების გადადგმა. მნიშვნელოვანია ყველას შევახსენოთ, რომ არსებობს ბავშვთა უფლებების კოდექსი, რომლის მიხედვითაც, პარლამენტმა უნდა მოუწოდოს მთავრობას, შეიმუშაოს სტრატეგია ბავშვთა საკითხებზე. ევროკავშირი კი მოხარული იქნება მას მხარი დაუჭიროს.

ფუნდამენტური მნიშვნელობა აქვს იმას, რომ სახალხო დამცველმა გამოიყენოს მისი კონსტიტუციური უფლება და დააკვირდეს ინსტიტუციებს,"- აცხადებს საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი

დღის ამბები