17 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
მთელი ერი ვსტრესავთ იქ მყოფ ბავშვებს, სინამდვილეში პრობლემა სხვა რამეში მგონია - ვახტანგ მეგრელიშვილი ნინოწმინდის პანსიონზე

ბოლო რამდენიმე წელში, ნინოწმინდის პანსიონში მომხდარ ფაქტებთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის 4 საქმეა აღძრული, 3 ძალადობის, ერთი კი სექსუალური ძალადობის მუხლით. უკვე გამოიკითხა 6 მოზარდიც.

ოპოზიცია და სამოქალაქო სექტორი კი ნინოწმინდის პანსიონში მონიტორინგისთვის ომბუდსმენის შეშვებას და იქიდან ბავშვების გამოყვანას მოითხოვს. 

პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი კი, აცხადებს, რომ მთელი ერი სტრესავს იქ მყოფ ბავშვებს, სინამდვილეში კი მისი თქმით, პრობლემა სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობაშია.

"ნინოწმინდის ამბავზე პასუხისმგებლობა გადის ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობაზე. როდესაც ეს ურთიერთობა არ არის გამჭვირვალე და ბიუჯეტის ფული ისე მიდის, რომ ის კონტროლის განსხვავებულ რეჟიმს ექვემდებარება, ეს იწვევს ამ ყველაფერს. მთელი ერი ვსტრესავთ იქ მყოფ ბავშვებს, სინამდვილეში პრობლემა სხვა რამეში მგონია და არ მგონია, რომ იქ ბავშვების ჩაგვრის გამო არის აღშფოთებულია მედია და ზოგადად ყველა,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ვახტანგ მეგრელიშვილი.

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი კი ამბობს, რომ საქართველოში პანსიონების არსებობა უნდა დამთავრდეს.

"ყოველგვარი პანსიონატები საქართველოში უნდა დამთავრდეს, მათ შორის, საპატრიარქოს ეგიდით, მთ შორის მედრესები, სადაც შეყრილი ჰყავთ ბავშვები მუსლიმ ღვთისმსახურებს და მათ თურქეთშიც მიერეკებიან. ბავშვი ყოველგვარი რელიგიური დოგმების გარეშე უნდა გაიზარდოს,"- აღნიშნავს საქართველოს "ლეიბორისტული პარტიის" თავმჯდომარე შალვა ნათელაშვილი. 

დღის ამბები