მმართველ გუნდში, ნინოწმინდის პანსიონზე საუბრისას, გამჭვირვალობის კუთხით, სასულიერო პირების შეცდომებზე მიუთითებნ. "ქართულ ოცნებაში" იმასაც ამბობენ, რომ პროცესმა გარკვეულწილად პოლიტიკური ელფერი მიიღო.
"ისეთი წარმოდგენა შეიქმნა, რომ თითქოს ეს არის გარკვეული კონცლაგერებით ჩაკეტილი სიტუაცია, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. თუკი რაიმე გადახრა არსებობს, ეს რა თქმა უნდა, სახელმწიფოს პასუხისმგებლობაა. გამორჩეულად არის ტენდენცია, რომელიც ვითარების ესკალაციისკენ და ისტერიკისკენ არის მიმართული. ვფიქრობ, რომ სასულიერო პირებმა სერიოზული შეცდომა დაუშვეს, როდესაც გამჭვირვალობა არ უზრუნველყვეს," - აცხადებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი.
პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" წევრი გურამ მაჭარაშვილი კი აცხადებს, რომ ყველგან, სადაც ბავშვის უფლებები დასაცავია, აუცილებლად უნდა შევიდეს ყველა ის კონსტიტუციური ორგანო, ვისაც ამის უფლება აქვს.