17 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
გახარიას პარტია "ღამის კურიერში" ირაკლი კობახიძის გაკეთებულ განცხადებაზე გამოძიების დაწყებას მოითხოვს

სკანდალურ ბრალდებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიას პარტიაში ცოტა ხნის წინ  პირველი კომენტარი გაკეთდა. პარტიაში "ქართული ოცნების" თავმჯდომარის იმ განცხადებას უპასუხეს, რომელიც კობახიძემ "ღამის კურიერში" გააკეთა და რომელშიც ნაციონალური მოძრაობის გეგმებთან გახარიას შესაძლო კავშირზე ისაუბრა

"გიორგი გახარიას მიერ პარტიის დაფუძნება, რომ ნერვიულობას გამოიწვევდა პოლიტიკური სპექტრის ორივე ფლანგზე, რა თქმა უნდა, ველოდით, თუმცა მასშტაბებმა და ფორმებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

მოვითხოვთ მმართველი პარტიის ამჟამინდელი თავმჯდომარის გუშინდელ კომენტარებზე გამოძიება დაიწყოს დაუყოვნებლივ.

ღიმილის მომგვრელია, რომ მმართველი პარტიის დღევანდელი ხელმძღვანელობა 4 თვის განმავლობაში ამბობდა რომ დაელოდებოდა ჩვენს ნაბიჯებს და მხოლოდ ამის საფუძველზე გააკეთებდა შეფასებას, როგორც აღმოჩნდა მას შემდეგ რაც ჩვენი პოლიტიკური ნაბიჯების შედეგად მათი ძალაუფლების დაკარგვის საფრთხე დაინახეს, დაიწყეს ამ ისტორიების გამოგონება, რომლის გაგრძელება უკვე დაგვიანონსეს," - განაცხადა შალვა ქემოკლიძემ,

შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების წინ ოპოზიციურ პარტიას ალტერნატიული მთავრობის შექმნა ჰქონდა დაგეგმილი და მმართველ პარტიაში ეს ინფორმაცია ჰქონდათ, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ მოქმედ პრემიერს არ გაუმხილეს, რადგან მასზე ეჭვები გაუჩნდათ.

დღის ამბები