17 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
კარლ ჰარცელი იმედს გამოთქვამს, რომ ამნისტიის კანონპროექტზე მხარეები პოზიციების დაახლოებას შეძლებენ

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი იმედს გამოთქვამს, რომ ამნისტიის კანონპროექტზე მხარეები პოზიციების დაახლოებას შეძლებენ.

"იმედი მაქვს, მომდევნო ძალისხმევის შედეგად, რაც პარლამენტში განხორციელდება, შესაძლებელი იქნება პოზიციების დაახლოება და განსხვავებების გადალახვა, რათა საბოლოოდ ყველამ დაუჭიროს მხარი ამნისტიის კანონს, რისი იმედიც გვქონდა და რაც გათვალისწინებულია შეთანხმებაში," - განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ვენეციის კომისიის კრიტიკის შემდეგ, პარლამენტი ისევ მიუბრუნდა პროექტს, რომელიც პარტიების დაფინანსების წესს ეხება.

უმრავლესობის ინიციატივით, პარტია, რომელიც მანდატებზე უარს იტყვის, საბიუჯეტო დაფინანსებას და კანონით განსაზღვრულ პრივილეგიებს კარგავს.

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პროექტი მეორე მოსმენით განიხილა. ოპოზიცია თვლის, რომ პროექტი დისკრიმინაციულია.

დღის ამბები