ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჯერჯერობით არც ბავშვების გაყვანის პროცესი დაწყებულა და არც შესაბამისი სამსახურის წარმომადგენლები ჩასულან, გარდა იმ სოც-მუშაკებისა, რომლებიც უკვე მეორედ დღეა დაწესებულებაში იმყოფებიან.
თვითნებური ქმედებისა და სრულიად უკონტროლო სახელმწიფო პანსიონის ჩარაზული კარი გაიხსნა, თუმცა ყველასთვის არა. წლების განმავლობაში გარესამყაროს მოწყვეტილი არასრულწლოვნების მდგომარეობის შესასწავლად დაწესებულებაში დღს სახელმწიფო სამსახურები შევიდნენ, აქტიური მუშაობა სოციალურმა მუშაკებმა დაწესებულებაში რამდენიმე დღის წინ დაიწყეს.
პანსიონში შეკრებილები პრობლემის გადაჭრის გზებზე, პირდაპირ არასრულწლოვნების თანდასწრებით მსჯელობდნენ.
ორდღიან შეხვედრებს და პანსიონში დაწყებულ თათბირებს ამ დროისთვის მხოლოდ ერთი შედეგი აქვს - ადგილზე სოციალური მუშაკები უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ. თუმცა დაწესებულების კარი ომბუდსმენისა და სხვა უფლებადამცველებისთვის ისევ დახურულია.