17 ნოემბერი 2024,   00:56
ვრცლად
"ქართული ოცნება" ექსპრემიერს "ნაცმოძრაობასთან" საეჭვო კავშირში ადანაშაულებს - რა პასუხი აქვთ ბრალდებაზე გახარიას გუნდსა და ენმ-ში

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე გიორგი გახარიას "ნაციონალურ მოძრაობასთან" შესაძლო კავშირზე საუბრობს. ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" თებერვლის მოვლენები, გახარიას გადადგომა და ნიკა მელიას დაკავება გაიხსენა. მისი ინფორმაციით, ოპოზიციურ პარტიას კონკრეტული გეგმა ჰქონდა.

ირაკლი კობახიძე მმართველ გუნდში ერთადერთი არ არის, რომელიც გახარიასა და "ნაციონალური მოძრაობის" საეჭვო კავშირებზე საუბრობს. "ქართული ოცნების" წევრებმა დღეს "კურიერთან" პარტიაში მიმდინარე სწორედ ის შეხვედრები გაიხსენეს, რომელზეც ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის გაუქმების საკითხი განიხილებოდა.

კობახიძის განცხადებების შემდეგ გახარიას გუნდმა გამოძიების დაწყება მოითხოვა. პარტიის "საქართველოსთვის" ვარაუდით, მმართველ ძალას გახარიას გუნდის ეშინია და მათ დისკრედიტაციას სწორედ ამ ფორმით ცდილობს.

ბრალდებები უსაფუძვლოა იმ პარტიისთვისაც, რომელთან კავშირშიც ირაკლი კობახიძემ ყოფილი თანაპარტიელი და ექსპრემიერი გახარია დაადანაშაულა. "ნაციონალური მოძრაობა" "ქართული ოცნების" თავმჯდომარის ამ განცხადებებს მოსალოდნელი თვითმმართველობის არჩევნების მიმართ შიშით ხსნის.

დღის ამბები