პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებთან ერთად დიპლომატიურ კორპუსს გასვლით შეხვედრაზე უმასპინძლა. შეხევდრაზე მიმოიხილეს კოვიდპანდემიის მხრივ საქართველოსა და მსოფლიოში არსებული ვითარება, მათ შორის, საუბარი შეეხო პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენის, ასევე ტურიზმის, საერთაშორისო მიმოსვლის განახლების საკითხებს და ამ მხრივ როგორც საქართველოს, ასევე მსოფლიო სახელმწიფოების გამოცდილებას.
განხილული იქნა ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესი და ვაქცინების მომარაგების მხრივ გლობალურად არსებული ვითარება.
ელჩებთან გასვლით შეხვედრაზე მიმოიხილეს მაღალი დონის ვიზიტები და კიდევ ერთხელ აღინიშნა ის მაღალი დონის მხარდაჭერა, რაც საქართცელოს პარტნიორი და მეგობარი ქვეყნებისგან აქვს.
გასვლითი შეხვედრის ფარგლებში დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისთვის, რომელთა ნაწილს საქართველოში სამსახურებრივი მისია ახალი დაწყებული აქვს, ქართული ღვინისა და სამზარეულოს შესახებ შემეცნებითი ტური გაიმართა.