17 ნოემბერი 2024,   01:58
ვრცლად
ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ ამნისტიის საკითხზე მხარეები კონსესუსს მიაღწევენ და ერთ პროექტზე შეჯერდებიან

ევროკავშირის ელჩი იმედოვნებს, რომ ამნისტიის საკითხზე მხარეები კონსესუსს მიაღწევენ და ერთ პროექტზე შეჯერდებიან.

კარლ ჰარცელი კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ამნისტია ევროკავირის მედიაციით შექმნილი დოკუმენტის ერთ-ერთი პუნქტია. მომავალ კვირაში პარლამენტში საკითხზე მუშაობა განახლდება. 

ოპოზიციისთვის პრინციპულად მიღებელია "ქართული ოცნების" კანონპროექტში ის კონკრეტული ჩანაწერი, რომელიც დაზარალებულების თანხმობას ეხება.  

"ძალიან სერიოზული განსხვავებები რჩება, მათ შორის დაზარალებულების თანხმობასთან დაკავშირებით. ხელისუფლების მიზანი ამ შემთხვევაში უნდა იყოს არა ის, რომ მათ საკუთარი თავის ამნისტირება და პატიება მოახდინონ, არამედ ის, რომ ფართო პოლიტიკური შეთანხმება შედგეს,"- განმარტავს პარტიის "ლელო საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრი საბა ბუაძე. 

"ჰიპოტეტურად, ყველა სისხლის სამართლის დანაშაულზე გავრცელდეს, გარდა სამი, დათქმისა, რომელიც გვაქვს, ძალიან ცუდად ჩანს. მაშინ უნდა აღიაროს "ქართულმა ოცნებამ", თუ ამ სახით უნდა ამნისტიის კანონის მიღება, რომ  გარდა გამოვლენილი დანაშაულისა, რაც დღეს აქვთ ბრალდება წაყენებული ადამიანებს, არსებობს სხვა დანაშაულები და მას ხელს აფარებენ აქამდე,"- აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძე.

"მივიჩნევთ, რომ პუნქტი, რომელიც ირიბად თანხმობას ითხოვს, მათ შორის ნიკა მელიას, რომ მას შეეხოს ამნისტია, შარლ მიშელის დოკუმენტს ეწინააღმდეგება და ეს პუნქტი უნდა იყოს ამოღებული,"- აცხადებს პარლამენტის წევრი, პოლიტიკური გაერთიანება "გირჩის" მმართველი საბჭოს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

უმრავლესობაში კი ამბობენ, რომ კენჭისყრა ამნისტიის პროექტზე იქნება ტესტი, ვინ რჩება შეთანხმების დოკუმენტის პრინციპების ერთგული.

"კენჭისყრა ამნისტიის პროექტზე იქნება ტესტი, ვინ რჩება შეთანხმების დოკუმენტის პრინციპების ერთგული და ვინ ცდილობს, რომ გავიდეს ამ შეთანხმებიდან. შესაბამისად, გავიდეს იმ ვალდებულებების შესრულებისგან, რომელიც აიღო მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერით. თუ ვინმე გაბედავს და იკადრებს ამას, კიდევ ერთხელ საჯაროდ აღიარებს, რომ 19 აპრილს ხელი მოაწერეს კაპიტულაციას და არა შეთანხმების სულისკვეთბით გადადგმული ნაბიჯი,"- აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე რატი იონათამიშვილი.

დღის ამბები