ევროკავშირის ელჩი მხარეებს შარლ მიშელის შეთანხმებას და დოკუმეტში ჩადებულ პუნქტს, რომელიც ამნისტიას ეხება, კიდევ ერთხელ ახსენებს. კარლ ჰარცელი იმედს გამოთქვამს, რომ ოპოზიცია და უმრავლესობა ერთიან დოკუმენტზე შეჯერდებიან.
არაერთი მოწოდების მიუხედავად, პარლამენტში ისევ უმრავლესობის და ოპოზიციის ორი დამოუკიდებელი პროექტია, "ნაციონალური მოძრაობა" კი მხარს არც ერთ ვერსიას არ უჭერს.