რამდენიმე საათში საქართველოში ფილიპ რიკერი ჩამოვა. ოფიციალური შეხვედრები ხვალიდან იწყება. მთავარი თემებია ვაშინგტონის მხარდაჭერა ეკონომიკისა და დემოკარტიის განვიათარების გზაზე, ასევე შიდა პოლიტიკა და რუსული საფრთხეები.
ვიზიტის ამ დატვირთვაზე თანმხდება ოპოზიციაც და პოზიციაც. თანხვედრაა იმაშიც, რომ რეგიონში პოზციიების გასაძლიერებლად ვაშინგტონისთვის მთავარი დასაყრდენი საქართველოა, თუმცა, განსხვავებულია პოლიტიკური აქცენტები. ოპოზიციის ნაწილი რეგიონთან ერთად, რუსულ გაზრდილ გავლენებს საქართველოშიც ხედავს და ვაშინგტონის ჩარევას აუციებლად მიიჩნევს.
კავკასიური ტურნე, თბილისში ერთდღიანი საქმიანი ვიზიტის შემდეგ ბაქოსა და ერევანში გაგრძელდება.