ყველაზე დიდი ოპოზიციური ფრაქციის დარეგისტრირებამდე, რომელსაც პარლამენტში ახლადშესული "ნაციონალური მოძრაობა" შექმნის, საკითხი რეგლამენტის მიხედვით საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა უნდა განიხილოს.
კომიტეტის სხდომა დღეს შედგება და დეპუტატები, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" გარდა, იმსჯელებენ ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფისა" და "ევროპელი სოციალისტების" პოლიტიკური ჯგუფის შექმნაზე.
"მიშელის რეფორმების ჯგუფში" ერთიანდებიან "სტრატეგია აღმაშენებელის" სამი დეპუტატი, ასევე ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, გრიგოლ ვაშაძე, ხათუნა სამნიძე და ტარიელ ნაკაიძე. ფრაქციას ხათუნა სამნიძე უხელმძღვანელებს. "ევროპელი სოციალისტების" 4-კაციანი ჯგუფის ხელმძღვანელი კი ფრიდონ ინჯია იქნება.