08 მაისი 2024,   14:30
ვრცლად
მსოფლიოს ინფლუენსერ-ბლოგერები მილიონიან აუდიტორიას საქართველოს შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ე.წ. ინფლუენსერ-ბლოგერებს შეხვდა, რომლებიც საქართველოს გარშემო მოგზაურობენ და თავიანთ მილიონიან აუდიტორიას სოციალური ქსელების მეშვეობით საქართველოს შესახებ ინფორმაციას გაუზიარებენ.

20-მდე ქვეყნის, მათ შორის ავსტრალიის, კანადის, მექსიკის, ფილიპინების, ამერიკისა და ევროპის ქვეყნების მოგზაური საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მოწვევით, USAID-ის თანადაფინანსებითა და საერთაშორისო პლატფორმა "სტელერის" ხელშეწყობით ორგანიზებული ტურის ფარგლებში ჩამოვიდნენ.

აღსანიშნავია, რომ ტურის დასრულების შემდეგ რამდენიმე მათგანმა საქართველოში დარჩენა და მოგზაურობის გახანგრძლივება გადაწყვიტა.

დღის ამბები