19 მაისი 2024,   21:08
ვრცლად
შალვა პაპუაშვილის მორიგი განცხადება არის "ქართული ოცნების" მანიპულაციური პოლიტიკა - ლევან ბეჟაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ლევან ბეჟაშვილი გამოეხმაურა შალვა პაპუაშვილის განცხადებას მონაცემთა ბაზის შექმნასთან დაკავშირებით და მას "მორიგი მანიპულაცია" უწოდა.

ბეჟაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილზე თავდასხმა ამ დრომდე არ არის გამოძიებული.

"შალვა პაპუაშვილის მორიგი განცხადება არის "ქართული ოცნების" მანიპულაციური პოლიტიკა, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში ახორციელებენ. ლევან ხაბეიშვილის საქმე, მასზე ძალადობა, ეს დანაშაული, კრიმინალი ჯერაც არ გამოძიებულა და კონკრეტული პირების უფლებამოსილება არ შეჩერებულა. ამ ფონზე, შალვა პაპუაშვილის კიდევ აქეთ ბრალდებები არის მორიგი მანიპულაცია,"- აცხადებს ლევან ბეჟაშვილი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც თავს მოიყრის ინფორმაცია ყველა იმ პირის შესახებ, რომელიც ძალადობაში, კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არის ჩართული.

ამავე თემაზე
დღის ამბები