17 ნოემბერი 2024,   01:52
ვრცლად
როგორ მუშაობს სამთავრობო გუნდი - პრემიერის წერილობითი ანგარიში დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება

როგორ მუშაობს სამთავრობო გუნდი - პროგრამის შესრულებაზე პრემიერ-მინისტრის წერილობითი ანგარიში დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომას წარედგინება. ეს დოკუმენტი დაედება საფუძვლად ირაკლი ღარიბაშვილი პლენარულ სხდომაზე გამოსვლასაც, რომლის ზუსტი დროც მოგვიანებით განისაზღვრება.

151 გვერდიან ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია კორონავირუსით გამოწვეულ გავლენასა და ამ მიმართულებით მთავრობის კონკრეტულ ნაბიჯებზე.

ირაკლი ღარიბაშვილი მიიჩნევს, რომ არსებობს პროგრესი სამთავრობო პროგრამით გათვალისწინებული 4 საკვანძო მიმართულებით და ესენია: საგარეო პოლიტიკა, უსაფრთხოება, კონფლიქტის მოგვარება და ადამიანის უფლებები.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2021 წლის მარტიდან საქართველოში ეკონომიკის დასტაბილურება და ზრდა შეინიშნება.

დღის ამბები