03 მაისი 2024,   15:14
ვრცლად
მაშველებმა დაკარგული 7 ახალგაზრდა აბასთუმნის ტყიდან უვნებლად გამოიყვანეს

რამდენიმე საათიანი სამძებრო-სამაშველო სამუშაოების შემდეგ მაშველებმა დაკარგული 7 ახალგაზრდა აბასთუმნის ტყიდან  უვნებლად გამოიყვანეს. ისინი ამჟამად აბასთუმნის პოლიციაში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

ერთ-ერთი დაკარგული ხატია მესხიძე ამბობს, რომ ნისლში მარკირება დაეკარგათ და არასწორი მიმართულებით წავიდნენ, რის გამოც ხევს გაყვნენ და საბოლოოდ დანიშნულების ადგილს ძალიან დაშორდნენ.

,,როცა მივხვდით, რომ დავიკარგეთ, უკვე ისეთ ადგილას ვიყავით, რომ ვეღარ გამოვიკვლიეთ გზა. მთავარი სირთულე იყო ის, რომ ჩვენ ოჯახებზე ვნერვიულობდით, თორემ ერთმანეთს ვამხნევებდით და ვცდილობდით არ გავჩერებულიყავით" - განაცხადა მან.

სტუდენტები აბასთუმნის ტყეში სალაშქროდ 2 ივნისს შევიდნენ და სახლში 4 ივნისს უნდა დაბრუნებულიყვნენ. ოჯახებმა 5 ივნისს შეატყობინეს რეინჯერებსა და სამართალდამცველებს რომ ახალგაზრდებს ვერ უკავშირდებოდნენ. 6 ივნისს, დაახლოებით 18:00 საათისთვის, ახალგაზრდების კვალს მიაგნეს. მათი გამოყვანა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

დღის ამბები