ოკუპირებულ აფხაზეთში 24 წლის რუს ტურისტს ეძებენ, რომელიც გაგრის მუნიციპალიტეტში ექსკურსაზე იმყოფებოდა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი გაგრაში მდებარე გეგის ჩანჩქერთან სელფის გადაღებას ცდილობდა, როდესაც ფეხი დაუცდა და ხიდიდან მდინარეში ჩავარდა.
შემთხვევა ერთი დღის წინ მოხდა. აფხაზეთში მოსულმა დიდმა ნალექმა წყლის დონის მატება გამოიწვია, რამაც სამძებრო სამუშაოები გაართულა.