17 ნოემბერი 2024,   00:28
ვრცლად
გიორგი გახარიას პარტია ბიძინა ივანიშვილის სახელს იყენებს, თითქოს მისი ე.წ. პროექტია - ნათია თურნავა

ეკონომიკის მინისტრი ბიძინა ივანიშვილის დღევანდელ განცხადებას გამოეხმაურა. ნათია თურნავას თქმით, ბიძინა ივანიშვილმა დღევანდელ განცხადებაში გიორგი გახარიას გადადგომის გადაწყვეტილება ღალატის ტოლფასად შეაფასა. 

"გიორგი გახარიას პარტია იყენებს მის სახელს. თითქოს მოსახლეობას ასე აწვდის ინფორმაციას, რომ ის არის ე.წ. ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც აბსოლუტურად არ შეესაბამება სინამდვილეს და ამიტომაც, მოხდა ასეთი მკვეთრი შეფასებების მიცემა, რაც ასახულია ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში. მათ შორის ივანიშვილმა ეს გადაწყვეტილება და გადადგომის საქციელი შეაფასა ღალატის ტოლფასად," - განაცხადა ნათია თურნავამ.

პარლამენტის ვიცე-სპიკერის გიორგი ვოლსკის შეფასებით კი, - "გახარიამ ზუსტად ის ნაბიჯები გადადგა, რომელიც შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ "ნაცმოძრაობის" წისქვილზე შეეძლო დაესხა წყალი". 

შეგახსენებთ, დღეს ბიძინა ივანიშვილმა ექს-პრემიერ გიორგი გახარიასთან დაკავშირებით ვრცელი წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც ნათქვამი, იყო რომ გიორგი გახარიამ თანამდებობიდან და "ქართული ოცნებიდან" წასვლით უღალატა, როგორც საკუთარ გუნდს, ასევე ქვეყანასაც. ბიძინა ივანიშვილი კატეგორიულად უარყოფს იმას, რომ გიორგი გახარიას ახალი პოლიტიკური ცხოვრება, რამენაირად მისი პროექტი შეიძლება იყოს.

დღის ამბები