საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარიამ გოგოსაშვილმა, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელ ფილიპ რიკერთან შეხვედრის დეტალებზე საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკელ დიპლომატს ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მედიაგარემოა საქართველოში.
ამასთან, როგორც მარიამ გოგესაშვილი ამბობს, შეხვედრა მედის მიმართ, მხარდამჭერი ხასიათს იყო.
"ამერიკელ დიპლომატს ჰქონდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი მედიაგარემოა საქართველოში და ასევე, ვისაუბრეთ მედიაპოლარიზაციაზე. შეხვედრის განმავლობაში მათი მხრიდან გამოითქვა მოსაზრება, თუ რამდენად მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლება, როგორც მედიისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. ეს იყო ერთგვარი მხარდამჭერი შეხვედრა მედიის მიმართ,"- აცხადებს მარიამ გოგოსაშვილი.