17 ნოემბერი 2024,   00:55
ვრცლად
ეს იყო ერთგვარი სიგნალი აშშ-სგან... ფილიპ რიკერმა თქვა, თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ მომავალში დაგეხმაროთო - ნინო დოლიძე

"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების" აღმასრულებელი დირექტორის, ნინო დოლიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრისას ფილიპ რიკერმა 19 ივნისის შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმების შესრულების აუცილებლობას გაუსვა ხაზი. 

როგორც ნინო დლიძე ამბობს, ეს იყო ერთგვარი სიგნალი აშშ-სგან, რომ თუკი ქვეყანას აშშ-ს მხარდაჭერა უნდა, ამისთვის გარკვეული ნაბიჯები უნდა გადაიდგას. 

"ჩვენი საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ნამდვილად იყო მართლმსაჯულების სისტემა. მან ხაზი გაუსვა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ რეფორმის განხორციელება და, ზოგადად, 19 აპრილის შეთანხმების ყველა რეფორმა, იმისათვის, რომ ქვეყანა წინ წავიდეს დემოკრატიული განვითარების გზაზე.

მან, ასევე, ხაზი გაუსვა, რომ ჩვენი ამერიკელი პარტნიორები ძალიან ახლოდან აკვირდებიან ამ პროცესებს და თვალ-ყურს ადევნებენ, როგორ ხდება რეფორმების განხორციელება. მათ ხაზი გაუსვეს, რომ შეეცდებიან მაქსიმალურად დააკვირდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს, რომ ნახონ რამდენად დემოკრატიულად წარიმართება პროცესი. სწორედ ეს მაძლევს იმის თქმის საშუალებას, რომ ახლოს აკვირდებიან, რადგან ისინი ცდილობენ, რომ ყველა პოლიტიკური მოვლენა კარგად იცოდნენ და ახლოდან შეაფასონ, აქტორებსაც ესაუბრონ ამასთან დაკავშირებით და უბრალოდ ინფორმაციის მიღებით არ შემოიფარგლონ.

ბატონი რიკერისგან ისიც მოვისმინეთ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანამ შეასრულოს ეს შეთანხმება და, ზოგადად, გაატაროს რეფორმები იმისათვის, რომ ჩვენ ამერიკელი მეგობრები დაგვეხმარონ შემდგომში თუნდაც ევროატლანტიკური გზისკენ სვლაში.

რადგან წინა არჩევნებმა გამოიწვია სხვადასხვა შეფასებები, როგორც მივხვდით, აშშ-სთვის, ერთის მხრივ ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოლიტიკური კრიზისის შედეგად მიღებული შეთანმხება, რომლის დადებაშიც მათი როლი ასეთი დიდი იყო, შესრულდეს და შესრულების ფარგლებში ისინი ფიქრობენ, რომ ახლოდან უნდა დააკვირდნენ ამ პროცესს.

დიახ, გაფრთხილება უფრო იმისკენ, რომ თუ გვინდა მათი მხარდაჭერა მომავალში, ჩვენც უნდა ვაჩვენოთ ნება, რომ ნამდვილად გვინდა დემოკრატიული რეფორმების გატარება

და ეს ერთგვარი სიგნალი იყო, რომ თქვენ უნდა გადადგათ ნაბიჯები იმისთვის, რომ ჩვენ დაგეხმაროთ,"-განაცხადა ნინო დოლიძემ. 

 

დღის ამბები