17 ნოემბერი 2024,   00:36
ვრცლად
ქვეყნის პოლიტიკური სტაბილურობა შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე დგას, დარწმუნებული ვარ, რიკერი ჩვენთან შეხვედრაზე იგივე გზავნილებს გააჟღერებს - სალომე სამადაშვილი

პარლამენტის ფრაქცია "ლელოს" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი "დღის კურიერის" ეთერში აცხადებს, რომ მიშელის გეგმის შეთანხმების შესრულება ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. სალომე სამადაშვილი დარწმუნებულია, რომ აშშ-ს ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენელი დღევანდელ შეხვედრაზეც იგივე გზავნილებს გააჟღერებს.

"ჩვენს ქვეყანაში პოლიტიკური სტაბილურობა, ჩვენი მომავლის პერსპექტივის სტაბილურობა, მათ შორის დღეს დგას სწორედ ამ შეთანხმების ე.წ. შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე და რამდენადაც ისინი უშუალოდ მონაწილეობდნენ ამ შეთანხმების მიღწევაში, ცხადია, რომ ისინი საკუთარ თავსაც მოიაზრებენ მხარედ შეიძლება ითქვას ამ შეთანხმების მიღწევაშიც და მის განხორციელებაშიც და ამიტომ უპრეცენდენტოდ დიდი პოლიტიკური რესურსები დაიხარჯება სწორედ მიშელის შეთანხმების შესრულებისთვის და ჩვენ ეს ნათლად დავინახეთ, მათ შორის სენატორების მხრიდან გაკეთებული განცხადებების ფონზე და დარწმუნებული ვარ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის უმაღლესი წარმომადგენელი ჩვენს რეგიონთან მიმართებაში ზუსტად იგივე გზავნილებს გააჟღერებს ჩვენთან შეხვედრისას დღეს," - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები