ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის განცხადებით, 19 ივნისის შეთანხმების 3 მთავარი კომპონენტი ამნისტიის კანონპროექტის მიღება, სასამართლო და საარჩევნო რეფორმებია.
"აშშ მიესალმება 19 აპრილის შეთანხმებას და რა თქმა უნდა, მის განხორციელებაზე ჩვენ მუდმივად ვამახვილებთ ყურადღებას. მე რეგულარულად ვიღებ ამასთან დაკავშირებით ინფორმაციას საელჩოსგან. ჩვენ მოხარული ვართ, რომ მმართველ გუნდს და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების წარმოებაში ვითამაშეთ როლი, რაც დასრულდა პოლიტიკური ჩიხიდან გამოსვლით და ახალი გზის პოვნით. ამ ეტაპზე, საქართველოს უკვე ჰყავს მრავალპარტიული პარლამენტი და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა ამ პარტიამ პარლამენტში კონსტრუქციულად იმუშაოს და გააკეთონ ის საქმე, რა მოთხოვნასაც უყენებენ მათ თავიანთი ამომრჩევლები.
შეთანხმება მნიშვნელოვანია და ჩვენ ყველა პარტიას მოვუწოდებთ თანამშრომლობისკენ და კეთილსინდისიერების პრინციპის დაცვით მოქმედებისკენ. მნიშვნელოვანია, რომ შემცირდეს ქვეყანაში პოლარიზაციის დონე და ამაზე უნდა იმუშაონ პარტიებმა.
19 აპრილის შეთანხმებაში არის სამი ძირითადი კომპონენტი - პირველი, ამნისტიის შესახებ კანონი, რომელიც, მოგეხსენებათ, პრობლემატურია, თუმცა, ეს საკითხი უნდა გადაწყდეს და მოხდეს ამ კანონის მიღება და განხორციელება, შემდეგი საკითხი საარჩევნო და სასამართლო რეფორმებია,"- განაცხადა ფილიპ რიკერმა.