ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მოადგილის მოვალეობის შემსრულებლის, ფილიპ რიკერის განცხადებით, აშშ რუსეთთან ურთიერთობების დასტაბილურებას ცდილობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ ილაპარაკებენ რუსეთის ქმედებებზე.
მისივე თქმით, ასეთ საკითხებს შორისაა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია რუსეთის მხრიდან.
"პრეზიდენტმა ძალიან ნათლად განაცხადა, რომ ჩვენ ვეძიებთ რუსეთთან სტაბილურ და პროგნოზირებად ურთიერთობებს, თუმცა ჩვენ არ გავჩუმდებით და ყოველთვის ხმამაღლა ვილაპარაკებთ რუსეთის ქმედებებზე, მათ შორისაა საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია.
საქართველოს არ ჰყავს ამერიკაზე მტკიცე და ძლიერი პარტნიორი და რა თქმა უნდა, ეს გულისხმობს ამერიკის მხრიდან საქართველოს დემოკრატიის, ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დაცვას და მხარდაჭერას," - განაცხადა ფილიპ რიკერმა.