17 ნოემბერი 2024,   00:37
ვრცლად
ფილიპ რიკერი ოპოზიციას ხვდება - რა საკითხებზე ისაუბრებენ ლიდერები ამერიკელ მაღალჩინოსანთან

თბილისში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის სახელით ჩამოსული ამერიკელ მაღალჩინოსანი, ამ წუთებში საპარლამენტო ოპოზიციას ხვდება.

ხელისუფლების ოპონენტები ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე საქართველოს შიდა პოლიტიკურ პროცესებთან ერთად, ქვეყნის უსაფრთხოების საკითხს და რეგიონში რუსეთის გავლენის გაზრდაზე ისაუბრებენ. როგორც ლიდერებმა შეხვედრის დაწყების წინ განაცხადეს, ამერიკელ მაღალჩინოსანთან შეხვედრისას, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციაზეც გააკეთებენ აქცენტს.

"დაწყებული უმძიმესი ეკონომიკური მდგომარეობით გაგრძელებული უსაფრთხოებით, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე რეგიონში რუსეთის გავლენების ზრდასთან დაკავშირებით, რომელიც არის შემაშფოთებლად მაღალი და მზარდი,"- პარლამენტის წევრი, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია.

"შარლ მიშელის დოკუმენტმა, რომელსაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ, დაძრა სრულიად ახალი პოლიტიკური პროცესი, იმიტომ, რომ გამოიკვეთა საქართველოს დასავლეთთან ინტეგრაციის გეგმა. შესაბამისად, დღევანდელი შეხვედრის პირველი საკითხი იქნება მიშელის დოკუმენტის შესრულება,"- აცხადებს  პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" წევრი, პარტია "სტრატეგია აღმაშენებელის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძე.

"ვისაუბრებთ ტრადიციულ თემებზე, როგორიც არის საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, ქვეყნის უსაფრთხოება და ტერიტორული მთლიანობა, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღბა საქართველოს შიდა პოლიტიკურ განვითარებას მიექცევა,"- აღნიშნავს პარლამენტის წევრი დავით ბაქრაძე.

ფილიპ რიკერთან შეხვედრაზე, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებასა და ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობაზე ისაუბრებენ პარლამენტის ფრაქცია "შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის" თავმჯდომარე, "რესპუბლიკური პარტიის" თავმჯდომარე ხათუნა სამნიძე და პარლამენტის ფრაქცია "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი.

დღის ამბები