შარლ მიშლის დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შემოსვლას არავითარი ფასი არ აქვს - ამის შესახებ დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა და "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძე აღნიშნავს, ენმ-ს მოუწევს შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, წინააღმდეგ შემთხვევაში მმართველი გუნდიდან მკაცრი რეაგირება იქნება.
"დოკუმენტის ხელმოწერის გარეშე მათ პარლამენტში შემოსვლას არავითარი ფასი არა აქვს, არც ფორმალური, არც არაფორმალური, არავითარი ფასი არა აქვს მათ შემოსვლას პარლამენტში.
მათ მოუწევთ აუცილებლად მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა, მოუწევთ, ამას ხაზგასმით ვამბობ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი მხრიდან რეაგირება იქნება მკაცრი.
თუ ხელს არ მოაწერენ მიშელის დოკუმენტს, მიშელის დოკუმენტიდან გამომდინარე პრივილეგიებით ისინი ბუნებრივია ვერ ისარგებლებენ, მათ შორის ვერ ჩაერთვებიან სამუშაო ფორმატებში, რომლებიც უკავშირდება მიშელის დოკუმენტის აღსრულებას," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.