7 თვიანი ბოიკოტის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობის" წევრი პირველი დეპუტატი, რომელიც საკანონმდებლო ორგანოში მივიდა, თინა ბოკუჩავა იყო. პარტიის სხვა წევრები კი საკანონმდებლო ორგანოში, სავარაუდოდ, პლენარული სხდომის დასრულების შემდეგ მივლენ.
პარლამენტი დღეიდან სრულყოფილი შემადგენლობით იმუშავებს.
საკანონმდებლო ორგანოში დანარჩენ დეპუტატებსაც ელოდებიან, თუმცა არა მხოლოდ კოლეგები.
პარტიის გადაწყვეტილებას შენობის შესასვლელთან მოქალაქეები აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ არც ერთ მოძრაობას არ მიეკუთვნებიან. პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს.