17 ნოემბერი 2024,   00:25
ვრცლად
ყველა ბავშვი უნდა იყოს უსაფრთხო გარემოში - სალომე სამადაშვილი ნინოწმინდის პანსიონზე

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში მომხდარ ამბებს პოლიტიკოსები გამოეხმაურნენ. მათი საერთო პოზიციაა, რომ ბავშვები უნდა იყვნენ დაცულ გარემოში.

პარლამენტის ფრაქციის "ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე სალომე სამადაშვილი ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონის თემას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ყველა ბავშვი უნდა იყოს უსაფრთხო გარემოში და სახელმწიფომ ნაკისრი ვალდებულებები უნდა შეასრულოს.

"სახელმწიფო ინსტიტუტები თავის თავზე დაკისრებულ ფუნქცია/მოვალეობას ვერ ასრულებენ. მე მიმაჩნია, რომ ყველა ბავშვი უნდა იყოს უსაფრთხო გარემოში გადაყვანილი. კანონი ჩვენს ქვეყანაში უნდა იყოს ერთი ყველასთვის, მიუხედავად იმისა, რა რეგალიისაა ადამიანი,"-აღნიშნა სალომე სამადაშვილმა.

დღის ამბები