7 თვიანი ბოიკოტის შემდეგ "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში მივიდა. როგორც ოპოზიციური პარტიის წევრები აცხადებენ, ისინი სამომავლო გეგმებზე მოგვიანებით ისაუბრებენ. ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიამ პარლამენტში შესვლამდე მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.
პარლამენტი დღეიდან სრულყოფილი შემადგენლობით იმუშავებს.
საკანონმდებლო ორგანოში დანარჩენ დეპუტატებსაც ელოდებიან, თუმცა არა მხოლოდ კოლეგები.
პარტიის გადაწყვეტილებას შენობის შესასვლელთან მოქალაქეები აპროტესტებენ. ისინი ამბობენ, რომ არც ერთ მოძრაობას არ მიეკუთვნებიან. პარლამენტთან აქციის მონაწილეებმა "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს ე.წ. სირცხვილის კორიდორი მოუწყვეს.