17 ნოემბერი 2024,   00:54
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში გაბანძებული შედის" - ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი ალეკო ელისაშვილი "დღის კურიერის" ეთერში საკანონმდებლო ორგანოში "ნაციონალური მოძრაობის" შესვლას გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, "ნაციონალურმა მოძრაობამ" უგულავა-ბოკერიას მისცა შესაძლებლობა, "მათთვის ტვინი აერიათ"  და ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტია პარლამენტში "გაბანძებული" შედის.

"ნაციონალურ მოძრაობას" რასაც ვეუბნებოდი, რომ არ ქნათ-თქო, ის ქნეს. ბოკერიას და უგულავას აარევინეს ტვინი და შემოდიან ახლა გაბანძებულები. თუ მხოლოდ აქ ცირკის მოსაწყობად არ არიან შემოსულები, არის კარგი," - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება ენმ-სთან მათი პოარტიის თანამშრომლობის პერსპექტივას, ელისაშვილის თქმით, მათთვის მთავარი პრობლემებზე რეალური მუშაობაა.  

"თუ ხალხის პრობლემებზე იმუშავებენ ნაციონალები კი არა, ვინც გინდა ის იყვნენ. ჩვენი პარტია პარლამენტში შოუების დასადგმელად არ არის, აქ სამუშაოდ ვართ და ბევრი რამე გვინდა, რომ შევცვალოთ,"- აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა. 

დღის ამბები