პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "დღის კურიერის" ეთერში "ნაციონალური მოძრაობის" პარლამენტში შესვლაზე საუბრობს. მისი განცხადებით, ენმ-ს არ უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ მათთან თანამშრომლობა დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
"ისინი თუ ხელს არ მოაწერენ 19 აპრილის შეთანხმებას, არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ მათთანაც ისე ვითანამშრომლებთ, როგორც სხვებთან.
ისინი აქ შემოდიან ასარევად, მათ სურთ დესტრუქცია როგორც პარლამენტის კედლებს მიღმა, ასევე შიგნით.
მთელი მსოფლიო მათ მოუწოდებს, რომ ხელი მოაწერონ დოკუმენტს, მაგრამ უარს ამბობენ ამაზე. ხაზს უსვამენ, რომ ამ ქვეყანაში დესტრუქციულ ძალად რჩებიან,"- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.