17 ნოემბერი 2024,   00:39
ვრცლად
"ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატები პლენარულ სხდომას ესწრებიან

"ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტის პლენარულ დარბაზში შევიდნენ და სხდომას ესწრებიან.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში დღეს შევიდნენ და  საკანონმდებლო საქმიანობაში ჩაერთვნენ.

ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 32 წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

როგორც ცნობილია, "ნაციონალური მოძრაობა" პარლამენტში შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე შევიდა.

დღის ამბები