17 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
"ნაცმოძრაობის" საბოტაჟის გეგმა ჩავარდა, მოუწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა - არჩილ თალაკვაძე ენმ-ს პოლიტიკურ რადიკალებად მოიხსენიებს 

პარლამენტის ერთ-ერთი ვიცესპიკერის თქმით, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობის" წევრები შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ მოაწერენ, პოლიტიკურად რადიკალებად რჩებიან.

"ნაციონალური მოძრაობის" საბოტაჟის გეგმა ჩავარდა. ისინი გახდნენ იძულებული, რომ შემოსულიყვნენ საქართველოს პარლამენტში. ახლა არიან პარლამენტში და დანარჩენზე აქ მიიღებენ პასუხებს, რომელსაც იმსახურებენ. მათ მოუწევთ შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა. ამ დოკუმენტზე ხელმოწერის გარეშე ისინი ჯერჯერობით რჩებიან პოლიტიკურ რადიკალებად," - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში დღეს მივიდნენ. ისინი საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვებიან. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 32 წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

როგორც ცნობილია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

დღის ამბები