17 ნოემბერი 2024,   00:34
ვრცლად
უნდა დავშალოთ ეს არალეგიტიმური პარლამენტი - კახა ოქრიაშვილის პირველი დღე საკანონმდებლო ორგანოში ბოიკოტის შეწყვეტის შემდეგ 

ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" წევრი კახა ოქრიაშვილი პარლამენტს არალეგიტიმურს უწოდებს.

"მე ახლა ვარ არალეგიტიმური პარლამენტის წევრი, სამწუხაროდ პირველად, უნდა დავშალოთ ეს არალეგიტიმური პარლამენტი," - აღნიშნა კახა ოქრიაშვილმა.

არალეგიტიმურად მოიხსენიებს მე-10 მოწვევის საკანონმდებლო ორგანოს ლევან ხაბეიშვილიც და ამბობს, რომ, მათი მიზანია საპარლამენტო არჩევნები 2022 წელს ჩატარდეს.

"მთავარი ამოცანა ჩვენი პარლამენტში შემოსვლის არის შემდეგი, რომ რაც შეიძლება სწრაფად ეს არალეგიტიმური პარლამენტი დაიშალოს და ოქტომბრის არჩევნებში, ე.წ. რეფერენდუმი როცა ტარდება, მივაღწიოთ იმას, რომ 2022 წელს ჩატარდეს ახალი საპარლამენტო არჩევნები, სადაც ქართველი ხალხის ნება იქნება გამოხატული და არა გაყალბებული არჩევნების," - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა. 

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები პარლამენტში დღეს მივიდნენ. ისინი საპარლამენტო საქმიანობაში დღეიდან ჩაერთვებიან. ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 32 წევრით იქნება წარმოდგენილი და მას ხატია დეკანოიძე უხელმძღვანელებს.

როგორც ცნობილია, "ნაციონალურმა მოძრაობამ" პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს ხელი არ მოაწერა.

დღის ამბები