17 ნოემბერი 2024,   00:45
ვრცლად
პარლამენტის წერილი NATO-ს - რა წერია დოკუმენტში და რა შანსები აქვთ საქართველოსა და უკრაინას ალიანსის სამიტზე

ქართველი პარლამენტარები ერთიანი არიან საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებში - ეს დღეს ერთადერთი საკითხი იყო, რომელზეც საყოველთაო კონსენსუსი შედგა.

NATO-ს სამიტამდე რამდენიმე დღით ადრე საქართველოს პარლამენტი ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს წერილს უგზავნის და ალიანსისგან საქართველოს პროგრესის აღიარებას და პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ელოდება.

დოკუმენტში, რომელიც სპეციალურად ბრიუსელის სამიტისთვის შემუშავდა და სულ მალე მოკავშირეებსაც გადაეგზავნება, მიმოხილულია საქართველოსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის თანამშრომლობის ყველა ასპექტი და გაცხადებულია, რომ NATO-ს წევრობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების მთავარი ამოცანაა, რომელსაც პოლიტიკოსებიც იზიარებენ და საზოგადოებაც.

ტექსტში ისმის მოწოდებაც იმაზე, რომ პარტნიორებმა საქართველოს მხარდაჭერა განაგრძონ და რუსული აგრესიის ფონზე NATO-ს ყოფნა შავ ზღვაში აუცილებელია. ერთობლივ დოკუმენტში პოლიტიკოსები იმედს გამოთქვამენ, რომ ბრიუსელის სამიტზე საქართველოს პროგრესი აისახება.

სამიტი ბრიუსელში 14 ივნისს არის დაგეგმილი. ალიანსის პარტნიორი ქვეყნები ამჯერად სამიტზე მიწვეულები არ არიან, თუმცა უკრაინის პრეზიდენტი მიწვეულია თეთრ სახლში, სადაც, სავარაუდოდ, საუბარი ნატოს გაფართოებაზეც იქნება.

დღის ამბები