20 ივნისის მოვლენებზე "ქართული ოცნების" მიერ შემუშავებული ამნისტიის შესახებ კანონპროექტის განხილვა სავარაუდოდ ხვალ გაგრძელდება. ამის შესახებ "ღამის კურიერის" ეთერში საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
როგორც სარჯველაძემ აღნიშნა, განხილვის გადადების შესახებ გადაწყვეტილება დღეს ენმ-ის პარლამენტში შესვლამდე გადაწყდა.
"მაგ დროისთვის, როდესაც "ნაციონალური მოძრაობა" ჯერ კიდევ არ იყო დარბაზში შემოსული, შესვენებამდე გადაწყდა საკითხი, რომ გადატანილიყო მომდევნო დღისთვის ამნისტიის განხილვა. ხვალ იქნება სავარაუდოდ განხილვა," - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
აღსანიშნავია, რომ დღეს ფრაქციის "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" - გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე ამბობდა, რომ საპარლამენტო უმრავლესობას პარლამენტში მათი მისვლის შეეშინდა და 20 ივნისის მოვლენებზე ამნისტიის შესახებ კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვა ამიტომ გადადო.