17 ნოემბერი 2024,   00:47
ვრცლად
ნიკოლ ფაშინიანი ილჰამ ალიევს სომეხი ტყვეების გათავისუფლების სანაცვლოდ საკუთარ შვილს სთავაზობს

სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს საკუთარი შვილის სომეხ ტყვეებში გაცვლა შესთავაზა.

განცხადება ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის ექს-პრეზიდენტის სერჟ სარქისიანის საპასუხოდ გააკეთა, რომელმაც ფაშინიანი სომეხ ტყვეებთან დაკავშირებით გააკრიტიკა და მოუწოდა, რომ საკუთარი შვილი მიეცა აზერბაიჯანისთვის ტყვედ:

"შენ, (სერჟ სარქისიან) როგორც მრავალი წლის ოფიციალურ სუტენიორს და ტრეფიკინგის სპეციალისტს, გეუბნები - თანახმა ვარ და ვეუბნები ალიევს ოფიციალურად - გთავაზობ შვილს ყველა ტყვის სანაცვლოდ.  ოფიციალურად ვლაპარაკობ. სერჟიკ და რობიკ (რობერტ ქოჩარიან), როგორც ადამიანების ყიდვა გაყიდვის სპეციალისტებს, მე გაძლევთ უფლებამოსილებას, რომ ამ საკითხზე მოლაპარაკებები აწარმოოთ.  თუ ამაზე რამდენიმე ათას დოლარსაც იშოვით, ესეც თქვენი ვარცლისთვის შესაფერისი იქნება," - მიმართა ფაშინიანმა სომხეთის ყოფილ პრეზიდენტებს და ხაზი გაუსვა იმას, რომ ეს მისი ემოციური კი არა ოფიციალური განცხადებაა და ოფიციალურ პასუხსაც ელოდება.

პაშინიანის ვაჟმა, აშოტმა, თავის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში განაცხადა, რომ ის მზად არის აზერბაიჯანში მძევლად წავიდეს, რათა ქვეყნის სამხედრო მოსამსახურეები შინ დაბრუნდნენ.

შეგახსენებთ სომხეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები 20 ივნისსაა ჩანიშნული. ნიკოლ ფაშინიანს გადადგომა ყარაბაღის ომის შემდგომ ქვეყანაში შექმნილი დაძაბული ვითარების ფონზე მოუწია.

დღის ამბები