17 ნოემბერი 2024,   00:44
ვრცლად
შსს-მ დროულად გამომიგზავნოს ჯარიმის ქვითარი - დეპუტატები პირბადის გარეშე ყოფნის გამო დაჯარიმებას ითხოვენ

საქართველოს პარლამენტის წევრები ტარიელ ნაკაიძე, თეონა აქუბარდია და ხათუნა სამნიძე შსს-ს დაჯარიმებას სთხოვენ. დეპუტატების თქმით, მათ დღეს საკანონმდებლო ორგანოში პირბადის სავალდებულო ტარების რეგულაცია დაარღვიეს და მათ მიმართ გამონაკლისი არ უნდა იქნას დაშვებული. დეპუტატების განცხადებები "რადიო თავისუფლების" მიერ გამოქვეყნებულ ფოტოებს მოჰყვა, სადაც ისინი პირბადის გარეშე არიან ასახული.

"დღეს, "რადიო თავისუფლება"-მ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ასახული ვარ უპირბადოდ. აქვე ჟურნალისტმა მიუთითა რეგულაციასა და შესაბამის სანქციაზე.

მიუხედავად იმისა, რომ სრულად არ ვეთანხმები პირბადის ყველგან ტარების ვალდებულებას, ვფიქრობ დღეს ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის ქმედება, არ იყო სწორი, რადგან ეს წესი მოქმედებს და არაერთი მოქალაქე არის დაჯარიმებული, აღნიშნული წესის დარღვევისთვის. ამიტომ, თავს არ მივცემ უფლებას, ჩემს შემთხვევაში დაშვებული იქნეს გამონაკლისი და მოვუწოდებ შესაბამის უწყებას, დროულად გამომიგზავნოს შესაბამისი ჯარიმის ქვითარი," - წერს ტარიელ ნაკაიძე ფეისბუკზე. დეპუტატის პოსტს მისი კოლეგებიც გამოეხმაურნენ

"ტარიელ ვუერთდები პათოსს მეც. კი ვართ მე და ხათუნა ორჯერ აცრილი, მაგრამ რახან არ არის ჯერ ეს რეგულაცია და 10 წუთით მოვიხსენიოთ პირბადე ამოსასუნთქად, წესი წესია!" - დაწერა თეონა აქუბარდიამ. "მეც გიერთდები!" - წერს ხათუნა სამნიძე.

მოქმედი რეგულაციით, ყველა პირი ვალდებულია დახურულ საჯარო სივრცეში პირბადე ატაროს. წესის დარღვევისთვის მოქალაქე 20 ლარით, საჯარო დაწესებულება კი 500 ლარით ჯარიმდება.

დღის ამბები