სალომე ზურაბიშვილი დღეიდან მონაკოში სამუშაო ვიზიტს იწყებს. საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია პირისპირ შეხვედრა მონაკოს სამთავროს პრინც, ალბერ II-თან. ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით მონტე-კარლოში საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალურ პრეზენტაციას გახსნის.
შედგება პრეზიდენტის შეხვედრა ღვინის თემატიკაზე მომუშავე ფრანგ ჟურნალისტებთან და ბლოგერებთან. ქართული ღვინის თემატიკაზე მონაკოში კიდევ ერთი ღონისძიება იგეგმება, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მონაკოს პრინცთან ერთად აპირებს დასწრებას.