საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი, კარლ ჰარცელი ამბობს, რომ ამნისტიის კანონპროექტი 19 აპრილის შეთანხმების ნაწილია. მისი თქმით, მთავარია საკითხთან დაკავშირებით პარტიებმა საერთო პოზიციაზე ჩამოყალიბება შეძლონ.
"ამ დროისთვის, პარლამენტში ამნისტიის ორი ან სამი კანონპროექტი განიხილება. ახლა ყველაზე მთავარია, პარტიებმა შეძლონ ერთ საერთო პოზიციაზე ჩამოყალიბება. ეს არის მნიშვნელოვანი საკითხი, რადგან ამნისტიის კანონპროექტიც 19 აპრილის შეთანხმების ნაწილია,“ - აცხადებს კარლ ჰარცელი.
შეგახსენებთ, რომ სესიას, რომელიც ამ წუთებში იწყება, "ნაციონალური მოძრაობაც" დაესწრება. მხარეები მწვავე დებატების მოლოდინში არიან. დღეს პირველი საკითხი ამნისტიის კანონპროექტია. უმრავლესობის ვარიანტს კენჭი მეორედ უნდა უყარონ.