პარლამენტში სხდომა ხმაურისა და სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. სხდომაზე 20 ივნისის ამნისტიის უმრავლესობის მიერ წარდგენილი პროექტის უნდა განიხილონ.
ოპოზიციის ნაწილი პროექტს კატეგორიულად ეწინააღმდეგება, ნაწილი კი იმ პუნქტის ამოღებას ითხოვს, რომელიც ამნისტიისთვის პირის თანხმობის აუცილებლობას ითხოვს.
ვინ და რატომ ჩამოიყვანა რუსეთის დუმის დეპუტატი სერგეი გავრილოვი საქართველოში და ვინ აწყობდა სახელმწიფო გადატრიალებას - ამ საკითხზე საუბრის დროს, დარბაზში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა გუბაზ სანიკიძესა და მმართველი გუნდის დეპუტატებს შორის. გაისმა შეურაცხმყოფელი რეპლიკები, დეპუტატებმა ერთმანეთს პოლიტიკური წარსული შეახსენეს.