17 ნოემბერი 2024,   00:32
ვრცლად
ამნისტიის კანონს, რომელსაც ესენი დაამტკიცებენ ზარ-ზეიმით, არ ექნება არცერთი ოპოზიციონერის მხარდაჭერა - ზაალ უდუმაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაალ უდუმაშვილი აცხადებს, რომ ამნისტიის "ქართული ოცნებისეულ" ვერსიას ოპოზიციის მხარდაჭერა არ ექნება, შესაბამისად, ის არ შეიძლება შეთანხმების შესრულებად ჩაითვალოს.

როგორც უდუმაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, შეთანხმება, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე უჭერს მხარს, შეთანხმება არაა. ზაალ უდუმაშვილმა ასევე განმარტა ისიც, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაზე ხელმოწერაზე უარის თქმით, მთავარი მიზეზი სწორედაც რომ ამნისტიის პუნქტია:

"დღეს "ქართული ოცნება" საუბრობდა, რომ ჩვენ არ ვუერთდებით შეთანხმებას, რომელ შეთანხმებაზეა საუბარი, ამ კანონს, რომელსაც ესენი დაამტკიცებენ ზარ-ზეიმით, არ ექნება არა მხოლოდ ჩვენი, არამედ არცერთი ოპოზიციონერის მხარდაჭერა. არ არსებობს შეთანხმება, შეთანხმება იმის შეთანხმებაა, რომ ყველა ან უმრავლესობა მაინც უჭერს მხარს.

შეთანხმება, რომელსაც მხოლოდ ერთი მხარე უჭერს მხარს, ეს შეთანხმება არაა. ჩვენ რომ დოკუმენტზე ხელი მოვაწეროთ, ეს ხომ იმასაც ნიშნავს, რომ ამნისტიის ჩანაწერსაც ვთანხმდებით, იქ არაა გამოყოფილი და არ შეგვიძლია მოვაწეროთ, რომ ამის გარდა ვთანხმდებით. ხელმოწერა გულისხმობს, რომ ამნისტიის ჩანაწერსაც ავტომატურად ვიზიარებთ. ამიტომ, ბუნებრივია, ჩვენი ხელმოწერა არ იქნება,"- განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

დღის ამბები