"სტრატეგია აღმაშენებლის" წევრმა დეპუტატმა "დღის კურიერის" ეთერში ამნისტიის კანონპროექტის "ქართული ოცნების" ვერსიის შესახებ ისაუბრა.
როგორც პაატა მანჯგალაძემ აღნიშნა, ამნისტიის შესახებ აქვთ საკუთარი პროექტიც, რომელიც გასული წლის ივნისის მოვლენების დროს დაზარალებულთა მკურნალობის ხარჯებსაც ითვალისწინებს.
მისივე თქმით, ამნისტია ფართო წრეზე არ უნდა ვრცელდებოდეს და საუბარი არ უნდა მიმდინარეობდეს მხოლოდ ადმინისტრაციული და სისხლის სამართლის წესით დაზარალებულებზე.
"ჩვენ გვაქვს ჩვენი ვერსია შეთავაზებული, რასაც ითვალისწინებს შარლ მიშელის დოკუმენტი, ხელისუფლება ცდილობს, რომ გაავრცელოს პირთა ფართო წრეზე ამნისტია და ამას არ ვეთანხმებით ამინისტიასთან დაკავშირებით. ასევე ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ამნისტიის დროს არ შეიძლება მხოლოდ სისხლის სამართლის წესით და ადმინისტრაციული წესით დაზარალებულებზე არ ვისაუბროთ, ჩვენი პერსპექტივაა, რომ ამ პაკეტმა გაითვალისწინოს დაზარალებული პირების მკურნალობისა და რეაბილიტაციის თანხები, ასევე ღირსეული კომპენსაციისთვის თანხები.
ესაა ძალიან მნიშვნელოვანი, ადამიანები, რომლებიც თავისუფლებისთვის იბრძოდნენ, არ შეიძლება ეს ადამიანები დაგვრჩეს ყურადღების მიღმა პოლიტიკური გარიგებების ფონზე" - განაცხადა ფრაქცია ”შარლ მიშელის რეფორმების ჯგუფის” თავმჯდომარის მოადგილე პაატა მანჯგალაძემ.